ბანჯული (ინგლ.Banjul; 1973 წლამდე ბათერსტი) — გამბიის დედაქალაქი და საზღვაო ნავსადგური. გაშენებულია კუნძულ სენტ-მერიზე, მდინარე გამბიის შესართავში (დასავლეთი აფრიკა). დაახლოებით 34 388 ათასი მცხოვრები (2006). იგი გამბიის სიდიდით მეოთხე ქალაქია.
დააარსეს ინგლისელებმა 1816 წელს როგორც სავაჭრო პოსტი და მონებით მომარაგების ცენტრი. სახელი უწოდეს ბრიტანეთის კოლონიების მინისტრის ჰენრი ბათერსტის პატივსაცემად. 1965 წლის თებერვლიდან, გამბიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დედაქალაქია. ამჟამინდელი სახელი ქალაქმა მიიღო 1973 წელს.